Change Text Size Resize Text Small(12 point) Resize Text Medium(14 point) Resize Text Large(16 point)

P&G-ის გლობალური სამომხმარებლო კონფიდენციალურობის
09/15/2020

ჩვენ დაუღალავად ვშრომობთ იმისთვის, რომ თქვენთან ნდობაზე აგებული ურთიერთობა დავამყაროთ და შევინარჩუნოთ. ამიტომ, როდესაც თქვენი ინფორმაციის დამუშავებაზე მიდგება საქმე, ამას ფრთხილად და გონივრულად ვაკეთებთ, თანაც ისეთი ხერხებით, რომლებიც ნდობას არ დაარღვევს. წინამდებარე პოლიტიკა საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, თუ როგორ ვაკეთებთ ამას, მათ შორის, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ და ვიცავთ მას და როგორ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენ, თუ რას ვუზამთ მას. ჩვენი მიზანია, იმის გაგებაში დაგეხმაროთ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას ჩვენი შიგთავსის, პროდუქტების, რეკლამებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად.

წარმოგიდგენთ კონფიდენციალურობის ჩვენი პრაქტიკის მოკლე შესავალს

რას ვაგროვებთ

  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით
  • ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, როდესაც გვეკონტაქტებით, ჩვენს საიტებზე შემოდიხართ, იყენებთ ჩვენს მობილურ აპლიკაციებს ან სერვისებს, იყენებთ ჩვენს პროდუქტებს ან მოწყობილობებს, ან ნახულობთ ჩვენს რეკლამებს
  • ინფორმაცია, მიღებული სხვა კომპანიებისგან, რომლებსაც მოპოვებული აქვთ თქვენი თანხმობა მის გაზიარებაზე ან გაყიდვაზე, ან გარანტიას იძლევიან, რომ სხვა კომპანიებს, რომელთაგანაც თქვენი ინფორმაცია მიიღეს, შეუძლიათ მისი მათთვის, და შემდგომში, ჩვენთვის და/ან სხვა კომპანიებისთვის გაზიარება
  • ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ სხვა კომპანიებისგან, როდესაც თქვენ მათ ვებსაიტებს სტუმრობთ

ჩვენ შეიძლება გავაერთიანოთ მთელი ეს ინფორმაცია ან მისი ნაწილები, რათა შევქმნათ უკეთესი პროდუქტები და სერვისები და უზრუნველვყოთ მომხმარებლის უკეთესი გამოცდილება.

როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას

  • გიგზავნით იმ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებსაც ითხოვთ
  • გიყვებით ჩვენი და ჩვენი მარკეტინგული პარტნიორების პროდუქტებისა და სერვისების შესახებ
  • გვეხმარება, ვამუშაოთ ჩვენი საიტები და სერვისები

როგორ და როდის ვაზიარებთ თქვენს ინფორმაციას

  • როდესაც თქვენი თანხმობა გვაქვს, ჩვენს სიფრთხილით შერჩეულ პარტნიორებთან, რათა მათ შეძლონ, გამოგიგზავნონ შემოთავაზებები, პრომოაქციები ან რეკლამები მათი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც, ჩვენი აზრით, დაგაინტერესებთ
  • სხვა კომპანიებთან, რომლებსაც ჩვენი ბიზნესის წარმართვაში დასახმარებლად ვქირაობთ
  • P&G ბრენდის ან ბიზნესის სხვა კომპანიისთვის მიყიდვის ფარგლებში
  • ჩვენი უფლებების ან საკუთრების დაცვაში დასახმარებლად, მაგ., თაღლითობის თავიდან ასაცილებლად ან ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
  • როდესაც ამას მოითხოვს კანონი ან სამთავრობო უწყებები

თქვენი არჩევანის ვარიანტები

თქვენ შეგიძლიათ გვითხრათ, თუ როგორ შეგვიძლია თქვენი ინფორმაციის გამოყენება, რისთვისაც უნდა დააჭიროთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს:

თუ ევროკავშირში ცხოვრობთ, თქვენ გაქვთ გარკვეული უფლებები პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით, მათ შორის, შეგიძლიათ გქონდეთ წვდომა იმ პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელიც თქვენს შესახებ გვაქვს, შეასწოროთ ან განაახლოთ ის, მოგვთხოვოთ ამ მონაცემების წაშლა, ან მიიღოთ ამ ინფორმაციის გადასატანი ასლი. ეს უფლებები ყველა სიტუაციაში არ მოქმედებს. გთხოვთ, დააწკაპუნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს, რათა:

როგორ ვაგროვებთ თქვენს ინფორმაციას

თქვენს შესახებ ინფორმაციას მრავალი გზით და მრავალი ადგილიდან ვაგროვებთ. ჩვენ მიერ შეგროვებული ზოგი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ ინფორმაციას, რომლის გამოყენებითაც თქვენი იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, მაგალითად, თქვენს სახელს, ელფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს ან საფოსტო მისამართს. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში, პერსონალურ ინფორმაციად შეიძლება ითვლებოდეს ისეთი ინფორმაციაც, როგორიც არის IP მისამართი ან ქუქი და მობილური მოწყობილობის იდენტიფიკატორები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ : ჩვენ შეიძლება გავაერთიანოთ მთელი ინფორმაცია, რომელსაც თქვენს შესახებ ვაგროვებთ, რათა მოგაწოდოთ უკეთესი პროდუქტები, სერვისები და მომხმარებლის უკეთესი გამოცდილება.

მას გვაწვდით თქვენ. თქვენს ინფორმაციას გვაწვდით, როდესაც ჩვენს ვებსაიტებზე ან მობილურ აპებში ანგარიშს ხსნით, ასევე ჩვენთად დარეკვისას ან ელფოსტაზე მოწერისას. ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ ისეთი ინფორმაცია, როგორიც არის თქვენი სახელი, ელფოსტის ან სახლის მისამართი, დაბადების თარიღი, გადახდის ინფორმაცია, თქვენი ასაკი, სქესი, თქვენი ოჯახის წევრების რაოდენობა და თუ როგორ გსურთ, გამოგიგზავნოთ ინფორმაცია ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ — მაგალითად, სახლის მისამართზე, ელფოსტის მისამართზე თუ ტექსტური შეტყობინებით.

საიტებიდან და ელფოსტებიდან. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, რომლებიც ავტომატურად აგროვებს ინფორმაციას, როდესაც სტუმრობთ ჩვენს საიტებს, ნახულობთ ჩვენს რეკლამებს ან იყენებთ ჩვენს პროდუქტებს ან სერვისებს. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს (მცირე ზომის ფაილი, რომელიც თქვენი კომპიუტერის ბრაუზერში ინახება), რათა გავიგოთ, თუ რომელ ბრაუზერს და საოპერაციო სისტემას იყენებთ, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდები, რომლებსაც სტუმრობთ, ბმულები, რომლებზეც აჭერთ, ასევე, გახსენით თუ არა ჩვენგან მიღებული ელწერილი.

მობილური აპლიკაციებიდან და ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობებიდან. მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას თქვენი ტელეფონიდან, როდესაც ჩვენს მობილურ აპებს იყენებთ ან „ჭკვიანი“ მოწყობილობებიდან, რომლებიც სახლში გაქვთ. თქვენ ამაზე თანხმდებით აპის ჩამოტვირთვისას ან სახლის ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების დაყენებისას. ეს ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს თქვენი მობილური ტელეფონის ან სხვა მოწყობილობის სარეკლამო საიდენტიფიკაციო ნომერს, ინფორმაციას თქვენი ტელეფონის საოპერაციო სისტემის შესახებ, თუ როგორ იყენებთ აპს ან მოწყობილობას, ასევე, თქვენს ფიზიკურ ადგილსამყოფელს. თქვენს ტელეფონზე ან მოწყობილობაზე მიიღებთ კონტექსტურ შეტყობინებას, რომელიც შემოგთავაზებთ არჩევანს, დათანხმდეთ ან უარი თქვათ ჩვენთვის თქვენი ზუსტი გეოლოკაციის მოწოდებაზე (ზუსტად სად იმყოფებით ან საიდან გაქვთ წვდომა ინტერნეტზე).

სხვა ადგილებიდან. ჩვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია, რომელსაც სხვა კომპანიები გაგვიზიარებენ ან მოგვყიდიან. მაგალითად, თქვენ შეიძლება სხვა კომპანიისთვის მიგეცათ თანხმობა ჩვენთვის თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებაზე, როდესაც ტელეკომუნიკაციის სერვისებზე ან მოვაჭრისადმი ერთგულების ქულების პროგრამაში დარეგისტრირდით. ასევე, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა ადგილებიდან, რომლებსაც, როგორც იცით, ყველა ხედავს, როგორიც არის ინტერნეტის პოსტები, ბლოგები, ვიდეოები ან სოციალური მედიის საიტები. ასევე, შეიძლება ინფორმაცია მივიღოთ სხვა კომპანიებისგან, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება თქვენ შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ან შეჯამებას მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომი ბაზებიდან ან თქვენი თანხმობის საფუძველზე, რომელიც მათ მიერ, და შედეგად, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაციის გამოყენებაზე განაცხადეთ. ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია თქვენი შემოსავლის დონის, ასაკის, სქესის, ოჯახის წევრების რაოდენობის, ასევე იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც ინტერნეტით ან თქვენი უბნის მაღაზიებში შეიძინეთ.

როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას

თქვენს ინფორმაციას ვიყენებთ იმისათვის, რომ განვახორციელოთ ჩვენი მიზანი, ყოველდღიურად შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ თქვენნაირი ადამიანების ცხოვრება მსოფლიოს ყველა კუთხეში. თქვენს ინფორმაციას ვიყენებთ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს ან მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, გამოგიგზავნოთ პროდუქტები ან ნიმუშები, რომლებსაც ითხოვთ, დაგეხმაროთ თქვენი P&G საიტის ან აპის პარამეტრების მართვაში, საშუალება მოგცეთ, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს კონკურსებსა თუ პრიზების გათამაშებებში, ან დავამუშაოთ თქვენი გადახდები იმ პროდუქტებისთვის, რომლებსაც ჩვენგან ყიდულობთ. ასევე, შეიძლება თქვენი არაპერსონალური ინფორმაცია (მაგ., შესყიდვის მონაცემები, მოთხოვნილი ნიმუშები, და სხვა) გამოვიყენოთ სამომხმარებლო კვლევაში ან ანალიტიკაში (ან პერსონალური ინფორმაცია, თუ ამგვარ კვლევაში მონაწილეობაზე დათანხმდით), რათა შევიტყოთ მეტი იმის შესახებ, თუ რა სურთ მომხმარებლებს, რის საფუძველზეც დავამზადებთ ახალ პროდუქტებს ან გავაუმჯობესებთ იმას, რაც უკვე გვაქვს.

თქვენი ინფორმაციას გამოყენების კიდევ ერთი გზაა, დავრწმუნდეთ, რომ რასაც ჩვენგან იგებთ, პირადად თქვენთვის მნიშვნელოვანი და გამოსადეგია. მაგალითად, შეიძლება გამოგიგზავნოთ ინფორმაცია ჯილეტის® პროდუქტების შესახებ, თუ ჩვენი საპარსი პროდუქტების მიმართ ინტერესი გამოავლინეთ Gillette.com-ის მონახულებით. ამის გაკეთებისას, გამოვიყენებთ თქვენს ინფორმაციას — ქუქის ID ან მოწყობილობის ID — იმისათვის, რომ შევზღუდოთ თქვენ მიერ ჯილეტის ერთი და იგივე რეკლამის ნახვების რაოდენობა. გვსურს, ჩვენგან გაიგოთ იმ პროდუქტების შესახებ, რომლებსაც იყენებთ და რომლებიც გიყვართ, მაგრამ არ მიიღოთ ერთი და იგივე გზავნილი დაუსრულებლად.

ასევე, შეიძლება გამოვიყენოთ რამდენიმე ადამიანის გაერთიანებული ინფორმაცია, პიროვნებების იდენტიფიცირების გარეშე, რათა უკეთ გავიგოთ, თუ როგორ გამოიყენება ჩვენი ვებსაიტები ან შევისწავლოთ მომხმარებლების ჩვევები და ამ გზით, შევქმნათ პროდუქტები და შევთავაზოთ სერვისები, რომლებიც აკმაყოფილებს ყველა იმ მომხმარებლის საჭიროებებს, რომლებსაც რაღაც საერთო აქვთ. მაგალითად, ჩვილების პროდუქტების ჩვენი ვებსაიტების კითხვით, შეგვიძლია ბევრი რამ შევიტყოთ იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებიც ახლახან გახდნენ მშობლები და ამგვარად, უკეთ მოვემსახუროთ ახალ მშობლებს მსოფლიოს ყველა კუთხეში, იმ პროდუქტებითა და სერვისებით, რომლებიც მათ სურთ. ასეთი არაპერსონალური ინფორმაციის ამ გზით გამოყენება თქვენი კონფიდენციალურობის დაცვაში გვეხმარება. ამ მიზნით, ყოველთვის ვეცდებით გამოვიყენოთ არაპერსონალური ინფორმაცია, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება.

თქვენი კონფიდენციალურობის უკეთ დასაცავად, ჩვენ გამოვიყენებთ რაც შეიძლება ნაკლებ ინფორმაციას, რომელიც მოცემული ამოცანის გადაჭრის საშუალებას მოგვცემს, გავატარებთ ღონისძიებებს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინფორმაციის შერევა ისე, რომ ქუქი და მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომერი თქვენი პირდაპირი იდენტიფიკაციის საშუალებას იძლეოდეს (მაგ., სახელით), ასევე, წავშლით თქვენს ინფორმაციას, როდესაც ის ჩვენი საქმიანობისთვის აღარ დაგვჭირდება.

როგორ ვიცავთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებას

ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და ვიღებთ ზომებს, რათა დავიცვათ ის დაკარგვის, ბოროტად გამოყენების ან შეცვლისაგან. საჭიროების მიხედვით, ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს ტექნიკურ ღონისძიებებს, როგორებიც არის ქსელის დაცვა, შემოჭრის აღმოჩენისა და პრევენციის სისტემები, უნიკალური და რთული პაროლები და დაშიფვრა. ასევე, ვიყენებთ ორგანიზაციულ და ფიზიკურ ღონისძიებებს, როგორიც არის პერსონალისთვის მონაცემთა დამუშავების ვალდებულებების საკითხების სწავლება, მონაცემებთან დაკავშირებული ინციდენტებისა და რისკების გამოვლენა, პერსონალისთვის თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა და ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის, დოკუმენტების სათანადო დაცვა, როდესაც ისინი არ გამოიყენება

რას ვაზიარებთ

სხვა კომპანიებთან. როდესაც თქვენი თანხმობა გვაქვს, თქვენი ინფორმაცია შეიძლება გავუზიაროთ შერჩეულ პარტნიორებს, რათა მათ შეძლონ გამოგიგზავნონ შემოთავაზებები, პრომოაქციები ან რეკლამები პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც, ჩვენი აზრით, დაგაინტერესებთ. მაგალითად, ისინი, ვინც იღებენ P&G-ის ელწერილებს ბავშვის საფენების ჩვენი ბრენდებისგან, მაგალითად, პამპერსისგან®, შეიძლება, ასევე, დათანხმდნენ მიიღონ ინფორმაცია სხვა კომპანიების მიერ დამზადებული საბავშვო ფორმულების შესახებ. ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მარკეტერებზე P&G-ის გარეთ. ჩვენ შეიძლება ისეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას არ ახდენს, გავუზიაროთ სხვა კომპანიებს, ნებისმიერი მიზნით.

სერვისების პროვაიდერებთან. ჩვენ შეიძლება თქვენი ინფორმაცია გავუზიაროთ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი ბიზნესის მუშაობაში გვეხმარებიან, მათ შორის, რომლებიც ჩვენი საიტების ჰოსტინგის სერვისს უზრუნველყოფენ, გაწვდიან ჩვენს ელწერილებს, აანალიზებენ ჩვენ მიერ შეგროვებულ მონაცემებს და გიგზავნიან თქვენ მიერ მოთხოვნილ პროდუქტებს და სერვისებს. ამ კომპანიებს მხოლოდ იმ პერსონალურ ინფორმაციას ვუზიარებთ, რომლებიც მათ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ამოცანების შესასრულებლად სჭირდებათ. მათ მოეთხოვებათ, დაიცვან თქვენი ინფორმაცია ისევე, როგორც ჩვენ ვიცავთ მას, არ გაუზიარონ ის არავის და არ გამოიყენონ რაიმე სხვა მიზნით.

სხვა სიტუაციები. თუ ბრენდი ან ჩვენი ერთ-ერთი ბიზნესი, რომლისთვისაც პერსონალური მონაცემები გაქვთ გაზიარებული, სხვა კომპანიაზე გაიყიდა, თქვენი მონაცემები იმ კომპანიასთან იქნება გაზიარებული. შედეგად, თქვენი ანგარიში და იქ არსებული პერსონალური მონაცემები არ წაიშლება, თუ არ ეტყვით ბრენდს ან ახალ კომპანიას, რომ მათი წაშლა გსურთ. ასევე, შეიძლება თქვენი ინფორმაცია გავუზიაროთ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი უფლებებისა და საკუთრების დაცვაში გვეხმარებიან, ან როდესაც ამას კანონი ან სამთავრობო უწყებები ითხოვენ.

თქვენი უფლებები და არჩევანის ვარიანტები


მარკეტინგი თქვენ შეგიძლიათ გვთხოვოთ, შევწყვიტოთ თქვენთვის ელწერილებისა და ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნა, რისთვისაც უნდა მიჰყვეთ ამ შეტყობინებებთან ერთად გამოგზავნილ უარის ინსტრუქციას. ასევე, შეგიძლიათ არჩიოთ, შეწყვიტოთ მარკეტინგული ელწერილების, SMS-ების ან საფოსტო წერილების მიღება, რისთვისაც უნდა დააწკაპუნოთ აქ . ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს, მაგრამ შეიძლება ამის გასაკეთებლად ინფორმაციის შენახვა დაგვჭირდეს. მაგალითად, თუ თქვენ გვთხოვთ, აღარ გამოგიგზავნოთ მარკეტინგული ელწერილები, ჩვენ შენახული უნდა გვქონდეს თქვენი ელფოსტის მისამართი, რათა ჩვენს სისტემებს ახსოვდეთ, რომ ელფოსტის აღნიშნულ მისამართზე მარკეტინგული შეტყობინებების მიღება აღარ გსურთ.

ანგარიშები იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში ხართ რეგისტრირებული, თქვენი P&G ანგარიში შეიძლება გთავაზობდეთ თქვენს ინფორმაციაზე წვდომისა და თქვენი მონაცემების განახლების ან წაშლის შესაძლებლობას. თუ ასე არ არის, შეგიძლიათ აქ დააწკაპუნოთ და მოითხოვოთ აღნიშნული.

ევროკავშირის რეზიდენტები. თუ ევროკავშირში ცხოვრობთ, შეგიძლიათ ნახოთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც თქვენს შესახებ გვაქვს, მოითხოვოთ, რომ არაზუსტი, მოძველებული ან არასაჭირო ინფორმაცია გასწორდეს, წაიშალოს ან შეიზღუდოს და გვთხოვოთ, მოგაწოდოთ თქვენი მონაცემები ფორმატით, რომელიც მათი სერვისის სხვა პროვაიდერისთვის გადაცემის საშუალებას მოგცემთ. ასევე, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა, სადაც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენს თანხმობაზეა დამოკიდებული. და თქვენ შეგიძლიათ გააპროტესტოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება (ეს ნიშნავს გვთხოვოთ, რომ შევწყვიტოთ მათი გამოყენება), როდესაც ამგვარი დამუშავება ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესს ემყარება (ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მონაცემების გამოყენების მიზეზი). თუ გსურთ, მიიღოთ მეტი ინფორმაცია მონაცემთა დაცვისა და ზოგადად, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თქვენი უფლებების შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის საიტს, მისამართზე: https://edps.europa.eu/data-protection/ . თუ თქვენს მოთხოვნებზე ჩვენმა პასუხმა არ დაგაკმაყოფილათ, შეგიძლიათ, საჩივარი შეიტანოთ მონაცემთა დაცვის თქვენი ქვეყნის უწყებაში. მოთხოვნის გასაკეთებლად, გთხოვთ, აირჩიოთ შემდეგი ვარიანტებიდან:

ზოგადი მოთხოვნები . მარკეტინგისთვის გამოყენებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნის გასაკეთებლად, რომელიც მოიცავს, მაგალითად, თქვენ მიერ ჩვენს ერთ-ერთ ვებსაიტზე ან აპზე დარეგისტრირებისას მოწოდებულ ინფორმაციას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აქ.

მედია რეკლამა . იმისათვის, რომ მოითხოვოთ სარეკლამო რგოლში გამოყენებული პერსონალური მონაცემები, რომელიც მოიცავს, მაგალითად, ინფორმაციას, რომელსაც შეიძლება ვფლობდეთ თქვენს შესახებ ქუქი ან მოწყობილობის ID დონეზე და რომელსაც ჩვენ ვიყენებთ შესაბამისი რეკლამებით თქვენს უზრუნველსაყოფად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ აქ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ბმული ყველა წვდომის მოთხოვნისთვის, ასევე წასაშლელად და უარისყოფისთვის. თუმცა, თუ თქვენი მოთხოვნა წაშლას ეხება, თქვენ დამატებით უნდა დაუკავშირდით Tapad–ს privacy@tapad.com-ზე და მოითხოვოთ „თქვენი P&G მონაცემების წაშლა“, რადგან ეს გამყიდველი ჩვენთვის ინახავს იგივე ინფორმაციის არასინქრონიზებულ ასლს. სანაცვლოდ, შეგიძლიათ ელფოსტით გამოგვიგზავნოთ თქვენი ქუქი ID ან MAID პირდაპირ ჩვენ [ელფოსტა: corporateprivacy.im@pg.com] და ჩვენ შევძლებთ თავად მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენი სახელით. ჩვენი მოთხოვნის მხრიდან (ან სარეკლამო მომსახურების) და რეკლამის ვერიფიკაციის პარტნიორ პლატფორმებზე ასევე შეიძლება იყოს თქვენი ქუქი ან მოწყობილობის ID-ისთან დაკავშირებული მონაცემები. აღნიშნული მონაცემების ნახვა შეგიძლიათ აქ და აქ.

მომხმარებელთა კვლევა . იმ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნის გასაკეთებლად, რომლებიც შეიძლება ერთ-ერთ ჩვენს კვლევაში თქვენი მონაწილეობიდან გამომდინარე გვქონდეს, გთხოვთ, იხილოთ თქვენს თანხმობის ფორმაზე წარმოდგენილი საკონტაქტო ინფორმაცია ან დაურეკოთ ან ეწვიოთ ჩვენს კვლევით ცენტრს.

სტომატოლოგები. თუ სტომატოლოგი ხართ და თქვენი ინფორმაცია ჩვენი ერთ-ერთი პროფესიონალური პროგრამის ფარგლებში მოგვაწოდეთ, მათ შორის, საიტზე https://www.dentalcare.com, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შესაბამისი ქვეყნის ნომრებზე და ელფოსტის მისამართებზე, რომლებიც ქვემოთ არის მოცემული.

ქვეყანა

ქოლცენტრი

ელფოსტა

გერმანია

0203 570 570

არ ეხება

ავსტრია

00800 570 570 00

არ ეხება

შვეიცარია

00800 570 570 00

არ ეხება

გაერთიანებული სამეფო

0870 242 1850

დააწკაპუნეთ აქ

ესპანეთი

900 670 270

დააწკაპუნეთ აქ

იტალია

+390650972534

არ ეხება

საფრანგეთი

+ 33 (0) 825 878 498

დააწკაპუნეთ აქ
დააწკაპუნეთ აქ
დააწკაპუნეთ აქ

ბელგია

არ ეხება

დააწკაპუნეთ აქ

ნიდერლანდები

არ ეხება

დააწკაპუნეთ აქ

პოლონეთი

0 801 25 88 25

არ ეხება

ქუქიები

ქუქიები არის მცირე ზომის ფაილები, რომლებიც ვებში ნავიგაციისას თქვენს კომპიუტერზე იგზავნება. ისინი ინახავენ სასარგებლო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებთ თქვენ მიერ მონახულებულ ვებსაიტებთან. ქუქიები არ აგროვებენ თქვენს კომპიუტერზე, მოწყობილობაზე ან თქვენს ფაილებში შენახულ ინფორმაციას. ქუქიები არ შეიცავენ ინფორმაციას, რომელიც თქვენი პიროვნების უშუალო იდენტიფიკაციას მოახდენდა. ქუქიები თქვენს კომპიუტერს და მოწყობილობას მხოლოდ შემთხვევითობის პრინციპით მინიჭებული ციფრების და ასოების სახით აჩვენებენ (მაგ., ქუქის ID ABC12345) და არასოდეს, როგორც, მაგალითად, ჯონ ე. სმითს.

ქუქიებს რამდენიმე მიზეზით ვიყენებთ, მაგალითად:

  • თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოსაწოდებლად
  • მეტის შესატყობად იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებთ P&G შიგთავსთან
  • ჩვენი ვებსაიტების მონახულებისას თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად
  • თქვენთვის სასურველი პარამეტრების დასამახსოვრებლად, როგორიც არის ენა ან რეგიონი, ისე, რომ თქვენ არ დაგჭირდეთ ვებსაიტის მორგება თითოეული ვიზიტისას
  • შეცდომების აღმოსაჩენად და მათ აღმოსაფხვრელად
  • იმის გასაანალიზებლად, თუ რამდენად კარგად მუშაობს ჩვენი ვებსაიტები

ჩვენ მიერ გამოყენებული ქუქიების ტიპები შემდეგია:

  • სესიის ქუქიები. ვებგვერდებს მეხსიერება არ აქვთ. სესიის ქუქიები გიმახსოვრებენ (შემთხვევითობის პრინციპით გენერირებული ID-ის მეშვეობით, მაგალითად: ABC12345), როდესაც გვერდიდან გვერდზე გადადიხართ, რათა არ მოგიწიოთ იმავე ინფორმაციის მითითება, რომელიც უკვე მიუთითეთ საიტზე. მაგალითად, სესიის ქუქიები უაღრესად გამოსადეგია, როდესაც ონლაინ ყიდულობთ რაღაცას — მათ გარეშე, თქვენს კალათში მოთავსებული ნივთები გაქრებოდა, სანამ გადახდის ეტაპზე გადახვიდოდით! ეს ქუქიები იშლება, როგორც კი ჩვენს საიტს ტოვებთ ან ბრაუზერს ხურავთ.
  • მუდმივი ქუქიები. მუდმივი ქუქიები საიტებს საშუალებას აძლევს, ახსოვდეთ, თუ რას ანიჭებთ უპირატესობას, როდესაც ბრუნდებით. მაგალითად, თუ პირველ ვიზიტზე ამჯობინეთ, საიტი ფრანგულ ენაზე წაგეკითხათ, შემდეგ ვიზიტზე საიტი ავტომატურად ფრანგულად გამოჩნდება. ის, რომ ენის არჩევა ყოველ ჯერზე არ გიწევთ, თქვენთვის საიტს უფრო მოსახერხებელს, ეფექტურს და მარტივად გამოსაყენებელს ხდის.
  • რეკლამის ქუქიები. ეს ქუქიები შეიძლება გამოიყენებოდეს იმის გასაგებად, თუ რა ინტერესები გაქვთ ზოგადად, მაგალითად, თქვენ მიერ მონახულებულ ვებსაიტებზე და ნაყიდ პროდუქტებზე დაყრდნობით. ეს, ასევე, შეიძლება დაგვეხმაროს, გავაკეთოთ დასკვნები თქვენს შესახებ, მაგალითად, თქვენი ასაკი, ოჯახური მდგომარეობა და რამდენი შვილი შეიძლება გყავდეთ. აღნიშნული მონაცემები საშუალებას გვაძლევს, გამოგიგზავნოთ იმ პროდუქტებისა და სერვისების რეკლამები, რომლებიც უკეთ შეესაბამება იმას, რაც მოგწონთ ან გჭირდებათ. ეს, ასევე, საშუალებას გვაძლევს, შევზღუდოთ ერთი და იგივე რეკლამის ნახვების რაოდენობა.
  • საანალიზო ქუქიები. ეს ქუქიები გვეუბნება, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ვებსაიტები. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი საიტების მუშაობაზე დასაკვირვებლად Google Analytics-ის ქუქიებს ვიყენებთ. ჩვენი უნარი, გამოვიყენოთ და გავაზიაროთ Google Analytics-ის მიერ ჩვენს საიტებზე თქვენი ვიზიტების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია, შეზღუდულია Google Analytics-ის გამოყენების პირობებით და Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკით .

როგორ შეგიძლიათ მართოთ ქუქიები. შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერი ისე დააყენოთ, რომ უარი თქვათ ყველა ქუქიზე ან გეცნობოთ, როდესაც ქუქი თქვენს კომპიუტერში გამოიგზავნება. თუმცა, ამან შეიძლება ჩვენი საიტების ან სერვისების გამართულ მუშაობას შეუშალოს ხელი. ასევე, შეგიძლიათ ბრაუზერი ისე დააყენოთ, რომ ქუქიები წაიშალოს ყოველთვის, როცა ინტერნეტში ნავიგაციას დაასრულებთ.

სხვა ტექნოლოგიები.

  • სიახლოვეზე დაფუძნებული შუქურები. შუქურები აგზავნის ცალმხრივ სიგნალებს თქვენს ტელეფონზე დაყენებულ მობილურ აპებზე ძალიან მოკლე მანძილიდან, რათა გითხრათ, მაგალითად, რომელი პროდუქტებია ფასდაკლებით, როდესაც მაღაზიაში დადიხართ. შუქურები თქვენს მოწყობილობას მხოლოდ მაშინ ელაპარაკება, როდესაც საკმარისად ახლოს მიდიხართ და მას შემდეგ, რაც თანხმობას განაცხადებთ კონკრეტულ შუქურასთან დაკავშირებულ მობილურ აპლიკაციაში. თავის მხრივ, აპებმა შეიძლება მოგვაწოდონ მდებარეობის ინფორმაცია, რაც რეკლამებისა და შემოთავაზებების თქვენზე მორგებაში გვეხმარება. მაგალითად, როდესაც ახლოს ხართ შუქურასთან სუპერმარკეტის კანის მოვლის განყოფილებაში, ჩვენ შეიძლება $4-იანი ფასდაკლების კუპონი გამოგიგზავნოთ.
  • პიქსელები. ეს არის მცირე ზომის ობიექტები, რომლებიც ჩაშენებულია ვებგვერდში, მაგრამ უხილავია. ისინი, ასევე, ცნობილია „ტეგების“, „ვებხოჭოების“ ან „პიქსელის გიფების“ სახელით. პიქსელებს ვიყენებთ თქვენს კომპიუტერზე ქუქიების მოსაწოდებლად, ჩვენი ვებსაიტების აქტივობის მეთვალყურეობისთვის, ჩვენს საიტებზე უფრო მარტივად შესასვლელად და ონლაინ მარკეტინგული აქტივობისთვის. ასევე, პიქსელებს ვრთავთ ჩვენს პრომო ელწერილებში ან საინფორმაციო ბიულეტენებში, რათა განვსაზღვროთ, გახსნით თუ არა მათ და იმოქმედებთ თუ არა მათზე.
  • მობილური მოწყობილობის იდენტიფიკატორები და დეველოპერის კომპლექტები. პროგრამის კოდს ჩვენს მობილურ აპებში ვიყენებთ იმის მსგავსი ინფორმაციის შესაგროვებლად, რასაც ქუქიები ინტერნეტში აგროვებს. ეს არის ისეთი ინფორმაცია, როგორიც არის თქვენი მობილური ტელეფონის იდენტიფიკატორები (iOS IDFA-ები და Android Advertising ID-ები) და თუ როგორ იყენებთ ჩვენს აპებს. ქუქიების მსგავსად, მოწყობილობის ინფორმაცია, რომელსაც ავტომატურად ვაგროვებთ თქვენ მიერ ჩვენი აპების გამოყენებისას, თქვენი პიროვნების იდენტიფიკაციას არასოდეს მოახდენს. ჩვენთვის მობილური მოწყობილობა ცნობილია მხოლოდ როგორც შემთხვევითობის პრინციპით მინიჭებული ციფრები და ასოები (მაგ., რეკლამის ID EFG4567) და არასოდეს როგორც, მაგალითად, ჯონ ე. სმითი.
  • ზუსტი გეოლოკაცია. ჩვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენი ზუსტი მდებარეობის შესახებ, მაგალითად, გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატებიდან (გრძედი და განედი), როდესაც ჩვენს მობილურ აპებს იყენებთ. თქვენ ყოველთვის მიიღებთ კონტექსტურ შეტყობინებას თქვენს ტელეფონზე ან მოწყობილობაზე, რომელიც გთხოვთ, დათანხმდეთ ან უარი თქვათ ჩვენთვის საშუალების მოცემაზე, ვიცოდეთ, თუ ზუსტად სად იმყოფებით. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ყოველთვის არ მოგთხოვთ თანხმობას, ზოგადად ვიცოდეთ, რომ იმყოფებით რომელიმე ქალაქში, საფოსტო კოდის არეალში ან პროვინციაში. მაგალითად, ზუსტ მდებარეობად არ მივიჩნევთ, თუ მხოლოდ ის ვიცით, რომ თქვენ სადღაც ფილიპინებში, მანილაში იმყოფებით.

ინტერესზე დაფუძნებული რეკლამა

როდესაც ჩვენს პარტნიორ საიტებზე შედიხართ, შეიძლება გიჩვენოთ რეკლამები ან სხვა შიგთავსი, რომლის ნახვასაც, ჩვენი აზრით, ისურვებდით. მაგალითად, თქვენ შეიძლება მიიღოთ სარეცხის ფხვნილ ტაიდის® რეკლამები, თუ შევნიშნეთ, რომ შედიხართ საიტებზე, სადაც ბავშვების ტანსაცმელი ან სასკოლო ნივთები იყიდება. და ამ ინფორმაციიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ თქვენ გყავთ ბავშვები და შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, გაინტერესებდეთ ძლიერი სარეცხი საშუალება. ამგვარად, გვსურს, გამოგიგზავნოთ შესაბამისი ინფორმაცია ჩვენი პროდუქტების შესახებ, რომლებიც შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს.

ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ საერთო ინტერესების მქონე მომხმარებელთა ჯგუფებისგან. ჩვენ შეიძლება შეგიყვანოთ მომხმარებელთა გარკვეულ ჯგუფში, რომლებიც თქვენთვის საერთო ინტერესებს ავლენენ. მაგალითად, შეიძლება შეგიყვანოთ „სამართებლის მოყვარულთა“ ჯგუფში, თუ ვნახავთ, რომ ხშირად ყიდულობთ სამართებლებს ონლაინ, ან შეიძლება აღმოჩნდეთ „გარიგებით მყიდველი“, თუ შევნიშნეთ, რომ ონლაინ-კუპონებს იყენებთ ან ფასდაკლებებს ეძებთ. თქვენს შესახებ ასეთ რამეებს ვამჩნევთ, როდესაც ვებგვერდებს ათვალიერებთ, აჭერთ ბმულებს ჩვენს ვებსაიტებზე და სხვა ვებსაიტებზე, რომლებზეც შედიხართ, იყენებთ მობილურ აპლიკაციებს, ან ნახულობთ ჩვენი ბრენდების ელწერილებს და აჭერთ ბმულებს ელწერილებში. ჩვენ ვაჯგუფებთ ქუქის და მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომრებს, რაც გვეხმარება შევიტყოთ იმ მომხმარებელთა ჯგუფის ზოგადი ტენდენციები, ჩვევები ან მახასიათებლები, რომლებიც ონლაინ და/ან ოფლაინ ერთმანეთის მსგავსად იქცევიან. ამ გზით, შეგვიძლია ვიპოვოთ ბევრი სხვა ადამიანი, რომელიც „ისევე გამოიყურება“ როგორც ისინი, ვინც უკვე ჯგუფშია და მოვემსახუროთ მათ. ამგვარად, შეგვიძლია, გავუგზავნოთ მათ, ჩვენი აზრით, შესაფერისი და სასარგებლო პროდუქტის შეთავაზება და ინფორმაცია.

ჩვენ სხვა ინფორმაციას ვაბამთ თქვენს ქუქის და მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომრებს. თქვენს ქუქის და მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომრებს შეიძლება დაემატოს სხვა ინფორმაცია, როგორიც არის ინფორმაცია იმ პროდუქტების შესახებ, რომლებსაც ოფლაინ ყიდულობთ ან ინფორმაცია, რომელსაც პირდაპირ გვაწვდით, როდესაც ჩვენს საიტებზე ანგარიშს ქმნით. ზოგადად, ამას ისე ვაკეთებთ, რომ თქვენი პიროვნების იდენტიფიკაცია არ მოხდეს. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ, რომ ქუქის ID ABC12345, პირის მიერ მონახულებული ვებსაიტების, ასაკის, სქესის და მყიდველის ჩვევების მიხედვით, ეკუთვნის სამართებლის მოყვარულთა ჯგუფს, მაგრამ არ გვეცოდინება ამ პირის სახელი ან მისამართი, ან სხვა ინფორმაცია, რომელიც მისი ვინაობის იდენტიფიკაციას მოახდენს. თუ ოდესმე თქვენი ქუქის ან მოწყობილობის ინფორმაციის (ვების და აპების დათვალიერების ისტორია) პერსონალურ იდენტიფიკაციას მოვისურვებთ, ამის გაკეთებამდე ყოველთვის გკითხავთ.

ჩვენ შეიძლება გიცნობდეთ თქვენი ყველა კომპიუტერით, ტაბლეტით, ტელეფონით და მოწყობილობით. ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ, რომ ქუქის ID ABC12345 არის კომპიუტერიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს იმავე პირს ან ოჯახს, რომელიც მოწყობილობის ID EFG15647-ის მქონე მობილური ტელეფონის მფლობელია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება თქვენს ლეპტოპზე მოძებნოთ ბავშვის საფენები, დააწკაპუნოთ Google ძიების შედეგების ბმულზე, რომელსაც ჩვენ ვასპონსორებთ და მოგვიანებით ნახოთ ჩვენი პამპერსის® ბრენდის საფენების რეკლამა თქვენს მობილურ ტელეფონზე. ჩვენ შეიძლება მივიჩნიოთ ან დავასკვნათ, რომ კომპიუტერის და ტელეფონის მფლობელი ერთი და იგივე პირია, რადგან, მაგალითად, ისინი შედიან ერთსა და იმავე WiFi ქსელში ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. იმის ცოდნა, თუ რომელ მოწყობილობებს იყენებს პირი ან ოჯახი, გვეხმარება შევზღუდოთ ერთი და იგივე რეკლამის ნახვების რაოდენობა თქვენს ყველა მოწყობილობაზე. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამგვარად თავს არ გაბეზრებთ ერთი და იმავე რეკლამის თავს მოხვევით და არ ვიხდით ისეთი განმეორებითი რეკლამების საფასურს, რომლებიც არ გვსურს, რომ მიიღოთ.

როგორ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ინტერესზე დაფუძნებული რეკლამების მიღება. P&G-ის ინტერესზე დაფუძნებული რეკლამების მიღების შესაწყვეტად, შეგიძლიათ დააწკაპუნოთ აქ ან დააწკაპუნოთ სიმბოლოებზე WebChoices ან AppChoices ჩვენს რომელიმე საიტზე ან რომელიმე მობილურ აპლიკაციაში. ასევე, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ინტერესზე დაფუძნებული რეკლამების მიღება ვებსაიტებზე, თუ უარს იტყვით ქუქიებზე თქვენს ბრაუზერ(ებ)ში, უარს ეტყვით „მონაცემებზე წვდომის“ მოთხოვნებს, რომლებსაც აპები ჩვეულებრივ წარმოგიდგენენ, როდესაც მათ აყენებთ, ან დაარეგულირებთ რეკლამის ტრეკინგის პარამეტრებს თქვენს მოწყობილობაზე.

თუნდაც უარი თქვათ ინტერესზე დაფუძნებულ რეკლამებზე, თქვენ მაინც დაინახავთ „კონტექსტურ“ რეკლამებს. თუნდაც შევწყვიტოთ თქვენთვის ინტერესზე დაფუძნებული რეკლამების გამოგზავნა, თქვენს კომპიუტერზე ან მობილურ მოწყობილობებზე მაინც მიიღებთ რეკლამებს ჩვენი ბრენდებისგან. ეს რეკლამები ეფუძნება თქვენ მიერ მონახულებული საიტების კონტექსტებს და მათ კონტექსტური რეკლამები ეწოდება. ინტერესზე დაფუძნებული რეკლამებისგან განსხვავებით, რომლებიც ეფუძნება თქვენ მიერ მობილურ ტელეფონზე ან კომპიუტერზე მონახულებულ გვერდებს, კონტექსტური რეკლამები არის რეკლამები, რომლებიც თქვენთვის ნაჩვენებია იმ კონკრეტული საიტის კონტექსტის მიხედვით, რომელსაც ათვალიერებთ. მაგალითად, თქვენ შეიძლება ხედავდეთ ბავშვთა მოვლის ჩვენი ერთ-ერთი ბრენდის რეკლამას, სანამ ონლაინ ათვალიერებთ ჩვილების პროდუქტებს, რადგან ამ საიტების ძირითადი სტუმრები, ტრადიციულად, ახალი ან მომავალი მშობლები არიან. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება მაინც ვაგროვებდეთ ინფორმაციას თქვენი კომპიუტერიდან ან მოწყობილობებიდან და ვიყენებდეთ მას სხვა მიზნებით, მაგალითად, ჩვენი ვებსაიტების მუშაობის შესაფასებლად, მომხმარებელთა კვლევისთვის ან თაღლითობის გამოსავლენად.

ქუქიების წაშლა თქვენს უარსაც შლის. როდესაც უარს ამბობთ ინტერესზე დაფუძნებულ რეკლამებზე, თქვენს ბრაუზერში გიგზავნით უარის ქუქის, რომელიც გვეუბნება, რომ თქვენ აღარ გსურთ ჩვენგან ინტერესზე დაფუძნებული რეკლამების მიღება. თქვენ უარის ქუქი წაიშლება, თუ ყველა ქუქის წაშლას გადაწყვეტთ. ეს ნიშნავს, რომ ხელახლა უნდა თქვათ უარი, თუ კვლავაც არ გსურთ ინტერესზე დაფუძნებული რეკლამების მიღება.

ფეისბუქის Advanced Matching ზოგიერთი ჩვენი საიტი იყენებს ფეისბუქის Advanced Matching [ბმულის] მახასიათებლებს, რომელიც წარმოადგენს სერვისს, რომელსაც ისინი სთავაზობენ რეკლამის დამკვეთებს.
ამ მახასიათებლების საშუალებით, ჩვენ გამოგიგზავნით გარკვეულ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენი საიტის ფორმის ველებში ჩაწერთ (მაგალითად., თქვენი სახელი, ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი - არა რაიმე სენსიტიური ან სპეციალური კატეგორიის მონაცემები) ფეისბუქზე არეული ფორმატით (დაშიფრული) ან ფეისქბუქის პიქსელი არევს მას (დაშიფვრა)
და ავტომატურად გადაიტანს ამ მონაცმებს დახმარების მიზნით, თქვენი ბრაუზერის ქუქი-ფაილთან ან მოწყობილობის ID- სთან ასოცირების მიზნით.
ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკეთესად განვსაზღვროთ და გავზომოთ ჩვენი რეკლამირების ეფექტურობა Facebook- ის პლატფორმაზე. ამ გზით შევძლებთ გავიგოთ გაჩვენეთ, თუ არა რეკლამა ფეისბუქზე, დააჭირეთ, თუ არა მას, გადახვედით ჩვენს საიტზე და შეიძინეთ რამე, თუ არა და აქედან გამომდინარე, უნდა განვაგრძოთ, თუ არა ფეისბუქზე რეკლამების ყიდვა.

მონაცემთა დამუშავება, შენახვა და გადაცემა ევროკავშირში

ეს ნაწილი ეხება მხოლოდ ჩვენ მიერ ევროკავშირის ქვეყნების რეზიდენტების პერსონალური მონაცემების დამუშავებას. მისი მიზანია, უზრუნველყოს ჩვენ მიერ ევროკავშირის რეზიდენტების პერსონალური მონაცემების დამუშავების, შენახვის და გადაცემის მეტი გამჭვირვალობა, რაც შეესაბამება მონაცემთა დაცვის ზოგადი რეზოლუციის ფორმას და შინაარსს.

ორგანიზაციები. თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეიძლება P&G-ის სხვადასხვა ორგანიზაცია აკონტროლებდეს. მონაცემთა მაკონტროლებელი არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს დამუშავების აქტივობას და მონაცემებზე ძირითადი პასუხისმგებელია. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ჩვენი მონაცემთა მაკონტროლებლები ევროკავშირის ქვეყნების მონაცემებისთვის. მაგალითად, როდესაც ელფოსტით რეგისტრირდებით ჩვენს ერთ-ერთ ფრანგულ ვებსაიტზე, მოცემული პერსონალური მონაცემების მაკონტროლებელი იქნება P&G ორგანიზაცია, რომელიც ამ ქვეყნის გასწვრივ წერია (მაგ., Procter & Gamble France SAS (LE 577).

ქვეყნები

მონაცემთა მაკონტროლებელი

ავსტრია

Procter & Gamble Austria – Zweigniederlassung der Procter & Gamble GmbH, Wiedner Gürtel 13, 100 Wien

ბულგარეთი

Procter & Gamble Bulgaria EOOD, Sofia 1592, 161 Iztochna Tangenta Blvd, Bulgaria

რუმინეთი

კონკურსებისთვის:Procter & Gamble Distribution SRL, 9-9A Dimitrie Pompei Blvd., Building 2A, District 2, Bucharest 020335, Romania

სხვა საიტებისთვის: Procter & Gamble Marketing Romania SR, 9-9A Dimitrie Pompei Blvd., Building 2A, District 2, Bucharest 020335, Romania

პოლონეთი

Procter and Gamble DS Polska sp z o.o. , ul. Zabraniecka 20, 03-872 Warszawa

ბელგია

Procter & Gamble Distribution Company (Europe) BVBA
For P&G Healthcare: P&G Health Belgium BVBA,
Temselaan 100, 1853 Strombeek-Bever

ჩეხეთის რესპუბლიკა

Procter & Gamble Czech Republic s.r.o., 269 32 Rakovnik, Ottova 402, Czech Republic

უნგრეთი

Procter & Gamble RSC Regionális, 1082 Budapest, Kisfaludy utca 38., Hungary

სლოვაკეთი

Procter & Gamble, spol. s.r.o. , Einsteinova 24, 851 01 Bratislava, Slovakia

ხორვატია

Procter & Gamble d.o.o. za trgovinu, Bani 110, Buzin, 10010 Zagreb, Croatia

საფრანგეთი

Procter & Gamble France SAS
For P&G HealthCare:
Procter & Gamble Pharmaceuticals France SAS / P&G Health France SAS
163/165 quai Aulagnier, 92600 Asnières-sur-Seine

გერმანია

Procter & Gamble Service GmbH, Sulzbacher Strasse 40, 65824 Schwalbach am Taunus

For P&G Health: P&G Health Germany GmbH, Sulzbacher Strasse 40, 65824 Schwalbach am Taunus

საბერძნეთი

P&G Hellas Ltd., 49 Ag. Konstantinou str., 15124 Maroussi – Athens, Greece

ირლანდია

Procter & Gamble UK, Seven Seas Limited, The Heights, Brooklands, Weybridge, Surrey KT13 0XP

იტალია

Procter & Gamble Srl, viale Giorgio Ribotta 11, 00144 Roma

ნიდერლანდები

Procter & Gamble Nederland B.V., Watermanweg 100, 3067-GG Rotterdam
New address as of April 27, 2020: Weena 505, 3013 AL Rotterdam

პორტუგალია

Procter & Gamble Portugal, Productos de Consumo Higiene de Saude, S.A., S.A. Edificio Alvares Cabral 3º, Quinta da Fonte, 2774-527 Paço D'Arcos, Portugal

ესპანეთი

Procter & Gamble España, S.A., Avenida de Bruselas, 24, 28108 Alcobendas, Madrid Spain

გაერთიანებული სამეფო

Procter & Gamble UK, Seven Seas Limited, The Heights, Brooklands, Weybridge, Surrey KT13 0XP

ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც სიაში არ არიან

Procter & Gamble International Operations SA, Route de Saint-Georges 47 1213 PETIT-LANCY Geneve

დამუშავება და შენახვა. როგორც წესი, თქვენს მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმდენი ხნით, რამდენიც მისი შეგროვების მიზნების შესასრულებლად არის საჭირო ან რამდენ ხანსაც კანონი მოითხოვს. შეიძლება თქვენი მონაცემების შენახვა დაგვჭირდეს ჩვენს მითითებულ შენახვის პერიოდებზე მეტ ხანს, რათა შევასრულოთ თქვენი მოთხოვნები, მათ შორის, გავაგრძელოთ თქვენი გამორიცხვა მარკეტინგული ელწერილების ადრესატებიდან, ან შევასრულოთ სამართლებრივი თუ სხვა ვალდებულებები. ეს ცხრილი წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ შეგროვებულ მონაცემთა ტიპებს, მიზნებს, რისთვისაც მათ ვიყენებთ, რატომ შეესაბამება ამგვარი გამოყენება კანონს (სამართლებრივი საფუძველი) და რამდენი ხნით ვინახავთ მათ ჩვეულებრივ (შენახვის პერიოდი).

მონაცემთა ტიპები

რატომ ვაგროვებთ ამ მონაცემებს

სამართლებრივი საფუძველი

შენახვის პერიოდი

მარკეტინგი

ელფოსტა, სახელი, ტელეფონის ნომერი, საფოსტო მისამართი, თქვენი მისწრაფებები, თქვენი ინტერესები, თქვენი პროფესია, თქვენი ჩვევები, რა იყიდეთ, თქვენ მიერ ატვირთული ფოტოები ან ვიდეოები, ინფორმაცია თქვენი ბავშვებისა და სახლის შესახებ, თქვენი ოჯახის შემადგენლობა, ადამიანების რაოდენობა თქვენს ოჯახში, თქვენი თმის ტიპი, თქვენი კანის ტიპი, თქვენი საყვარელი სურნელი, გყავთ თუ არა შინაური ცხოველი და, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მაგალითად, თქვენი ორსულობის გამოვლენის თარიღი) ა.შ.

ჩვენი პროდუქტების ან სერვისების ან ჩვენი პარტნიორების პროდუქტების ან სერვისების მარკეტინგული მასალების გამოსაგზავნად.

თქვენი თანხმობა ელწერილებზე და SMS-ზე, ნებისმიერი კატეგორიის სპეციალური ინფორმაცია, და, თუ მოპოვებული გვაქვს, თანხმობა საფოსტო შეტყობინებებზე. ლეგიტიმური ინტერესები ყველაფერ დანარჩენზე.

სანამ არ მოითხოვთ პერსონალური მონაცემების წაშლას ან არ გააუქმებთ თქვენს თანხმობას. თუ ამგვარ მოთხოვნას არ გააკეთებთ, პერსონალური მონაცემები შემდეგი სქემით წაიშლება:

ელფოსტა: ყველა არხზე უმოქმედობის <50 თვის შემდეგ. უმოქმედობას რამდენიმე შიდა კრიტერიუმით განვსაზღვრავთ.

SMS: ყველა არხზე უმოქმედობის <50 თვის შემდეგ. უმოქმედობას რამდენიმე შიდა კრიტერიუმით განვსაზღვრავთ.

საფოსტო მისამართი: ყველა არხზე უმოქმედობის <50 თვის შემდეგ. უმოქმედობას რამდენიმე შიდა კრიტერიუმით განვსაზღვრავთ.

კონკურსები

ელფოსტა, სახელი, ტელეფონის ნომერი, ზოგჯერ სხვა მონაცემები.

კონკურსის მონაწილეებისთვის კონკურსის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, მათ შორის, კონკურსის გამარჯვებულების გამოცხადებისთვის.

თქვენი თანხმობა.

24 თვის განმავლობაში, თუ ადგილობრივი კანონი მის უფრო ხანგრძლივად შენახვას არ მოითხოვს.

პროდუქტების შესყიდვები

ელფოსტა, სახელი, ტელეფონის ნომერი, გადახდის ინფორმაცია (მათ შორის, საბანკო ანგარიშის IBAN-ის ან Paypal-ის დეტალები), ზოგჯერ სხვა მონაცემები.

იმისათვის, რომ დავამუშაოთ თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტების ყიდვა, ქეშბექის შეთავაზებები ან გარანტიები და გამოგიგზავნოთ ამ შესყიდვებთან დაკავშირებული შეტყობინებები.

თქვენი თანხმობა ფულადი სახსრების შეთავაზებებისათვის და შესყიდვებისათვის, ხელშეკრულების შესასრულებლად

რამდენი ხანიც საჭირო იქნება თქვენი შეკვეთის შესასრულებლად და თქვენი შეკვეთის შემდგომი კომუნიკაციის საწარმოებლად, თუ ადგილობრივი კანონი უფრო ხანგრძლივად შენახვას არ ითხოვს. ასევე, ზოგადად, მონაცემებს ქეშბექის შეთავაზებებისთვის ვინახავთ 24 თვის განმავლობაში და გარანტიებისთვის — 10 წლის განმავლობაში.

დაგვიკავშირდით

ელფოსტა, სახელი, ტელეფონის ნომერი, ზოგჯერ სხვა მონაცემები.

თქვენს შეკითხვებზე საპასუხოდ და იმაში დასარწმუნებლად, რომ სათანადოდ მივყვებით საკითხს ბოლომდე, ან როგორც მოითხოვს კანონი ან P&G-ის პოლიტიკა.

ჩვენი ლეგიტიმური ბიზნესინტერესი, ვმართოთ მომხმარებლების შეკითხვები, ასევე თქვენი თანხმობა მონაცემთა სპეციალურ კატეგორიაზე, რომელიც შეიძლება ზოგიერთ არასასურველ შემთხვევაში შეგროვდეს.

0-დან 10 წლამდე, შეკითხვის ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით და ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებები.

კვლევა

ელფოსტა, სახელი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ამოცნობადი ფოტოები ან ვიდეოები, ზოგჯერ სხვა მონაცემები.

ჩვენი პროდუქტების იდეების დასატესტად და თქვენი პრეფერენციებისა და პრაქტიკის გასაგებად, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი პროდუქტების და ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების გაუმჯობესება.

თქვენი თანხმობა.

არსებითი კლინიკური კვლევის ფარგლებში შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს შევინახავთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება მათი შეგროვების მიზნისთვის და/ან იმდენ ხანს, რამდენი ხნითაც მათ შენახვას ადგილობრივი კანონი ან რეგულაცია მოითხოვს, რაც შეიძლება 25 წლამდე პერიოდს შეადგენდეს. არაკლინიკური კვლევისთვის, თქვენს არსებით პერსონალურ მონაცემებს შევინახავთ არა უმეტეს 5 წლის ვადით. ჩვენ შევინახავთ თქვენ მიერ ხელმოწერილ ინფორმირებული თანხმობის დოკუმენტებს

მედიატარგეტინგი

სარეკლამო ქუქიები, მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომერი, დემოგრაფიული ინფორმაცია, როგორიც არის სქესი და ასაკი, ქცევითი მონაცემები, როგორიც არის გვერდების ნახვები და ზოგჯერ სხვა მონაცემები.

თქვენი ინტერნეტ-ინტერესების შესახებ გასაგებად და თქვენთვის გამოგზავნილი რეკლამების მოსარგებად.

ჩვენი ლეგიტიმური ბიზნეს-ინტერესი, მოგაწოდოთ შესაბამისი რეკლამა. ჩვენ მოვიპოვებთ თქვენს თანხმობას ჩვენს საკუთარ ვებსაიტებზე ქუქიების განსათავსებლად.

ქუქების/მოწყობილობების საიდენტიფიკაციო ინფორმაციას ჩვენი გამომცემლებისა და საცალო პარტნიორებისგან ვიღებთ მათ საიტებზე არსებული პიქსელების საშუალებით, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ IAB (ინტერაქციული სარეკლამო ბიურო) ევროპის გამჭვირვალობისა & შეთანხმების ჩარჩოში და შესაბამისობაში მოვდივართ მის სპეციფიკაციებსა და პოლიტიკასთან მიმართებაში. არსებულ ფარგლებში ჩვენი საიდენტიფიკაციო ნომერია 577.

ამ მონაცემებს შევინახავთ მათი შეგროვების თარიღიდან ცამეტი თვის განმავლობაში ან სანამ უარს არ იტყვით, იმის მიხედვით, თუ რომელი დადგება უფრო ადრე.

თქვენი მონაცემების სხვა ქვეყნებში გადაცემა. თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს, შეინახოს და დამუშავდეს არა იმ ქვეყანაში, რომელშიც ის შეგროვდა, მათ შორის შეერთებულ შტატებში. მაგალითად, თქვენს მონაცემებს შეიძლება ვინახავდეთ შეერთებულ შტატებში მდებარე სერვერზე, რადგან სწორედ იქ იყოს კონკრეტული მონაცემთა ბაზა განთავსებული; აღნიშნული მონაცემები შეიძლება ისევ „გადაეცეს“, როდესაც ჩვენი რომელიმე მარკეტერი ამ მონაცემებზე შვეიცარიიდან შევა, იმისათვის, რომ პროდუქტის ნიმუში გამოგიგზავნოთ. ამგვარ გადაცემებს ვაწარმოებთ როგორც P&G-ის ორგანიზაციებს, ისე P&G-ისა და ჩვენს სერვისების პროვაიდერებს შორის, სახელშეკრულებო დაცვის გამოყენებით, რომელიც ევროკავშირის მარეგულირებლებს დამტკიცებული აქვთ თქვენი მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად (ცნობილია, როგორც ტიპური ხელშეკრულების დებულებები). თუ გადაცემის შესახებ შეთანხმების ასლი გსურთ, დაგვიკავშირდით.

საიტისა და აპის შიგთავსი

პლაგინები. ჩვენი ვებსაიტები შეიძლება შეიცავდეს სხვა კომპანიების, მაგალითად, სოციალური ქსელების პლაგინებს. პლაგინის მაგალითია Facebook-ის „მოწონების“ ღილაკი. ეს პლაგინები შეიძლება აგროვებდნენ ინფორმაციას (მაგ., თქვენ მიერ მონახულებული გვერდის URL) და მათ შემქმნელ კომპანიას უგზავნიდნენ მას. ეს შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, თუ პალგინზე არ დააჭერთ. ეს პლაგინები იმართება მათი შემქმნელი კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკით და პირობებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენს საიტებზე ჩნდება. ეს პლაგინები არაარსებით ქუქიებს წარმოადგენს და ჩვენს ევროკავშირის საიტებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ქუქიებს დაეთანხმებით.

სისტემაში შესვლა. ჩვენი ვებსაიტები შეიძლება საშუალებას გაძლევდნენ, შეხვიდეთ სისტემაში სხვა კომპანიის ანგარიშის გამოყენებით, მაგალითად, „შესვლა Facebook-ის საშუალებით“. როდესაც ამას აკეთებთ, ჩვენ წვდომა გვაქვს მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომლის მოწოდებაზეც დათანხმდით იმ კომპანიის ანგარიშის პარამეტრებით, რომელსაც შესვლისთვის იყენებთ.

სამომხმარებლო შიგთავსი. ჩვენი ზოგიერთი საიტი და აპი საშუალებას მოგცემთ, ატვირთოთ თქვენი საკუთარი შიგთავსი კონკურსების, ბლოგების, ვიდეოებისა და სხვა ფუნქციებისთვის. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით ან აქვეყნებთ, საჯარო ინფორმაცია ხდება. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ სხვებმა თქვენ მიერ ჩვენი საიტებისა და აპებისთვის მოწოდებული შიგთავსი. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ამგვარ გამოყენებაზე იმ სახით, რომელიც შეიძლება არღვევდეს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, კანონს, ან თქვენს პერსონალურ კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას.

ბმულები. P&G საიტები შეიძლება შეიცავდეს სხვა ისეთი საიტების ბმულებს, რომლებსაც ჩვენ არ ვაკონტროლებთ. ეს საიტები იმართებიან არა ჩვენი, არამედ მათი საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკითა და პირობებით.

ბავშვების კონფიდენციალურობა

ონლაინ პირობებში ბავშვთა კონფიდენციალურობის კანონები. ბავშვებზე ონლაინ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებისას, მონაცემთა დაცვის ყველა შესაბამის კანონს ვიცავთ. მაგალითად, ევროკავშირში არ ვაგროვებთ 16 წლამდე ბავშვების პერსონალურ ინფორმაციას, თუ მშობლის თანხმობა არ გვაქვს. მსგავსად ამისა, აშშ-ში, როდესაც 13 წლამდე ბავშვების პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ, მშობლის დამოწმებულ თანხმობას ვიღებთ.

კალიფორნიის შენიშვნა არასრულწლოვნების შესახებ. ჩვენ შეიძლება გვქონდეს ინტერაქტიული სერვისები, რომლებიც 18 წლამდე მოზარდებს საშუალებას აძლევს, ატვირთონ საკუთარი შიგთავსი (მაგ., ვიდეოები, კომენტარები, სტატუსის განახლებები ან სურათები). ეს შიგთავსი შეიძლება წაიშალოს ნებისმიერ დროს, თუ მიჰყვებით ინსტრუქციებს ჩვენს საიტებზე. თუ გაქვთ შეკითხვები, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს, დაგვიკავშირდით გაითვალისწინეთ, რომ ამგვარი პოსტები შეიძლება სხვებს დაეკოპირებინათ, გადაემისამართებინათ ან სხვაგან გამოექვეყნებინათ და ჩვენ ამგვარ ქმედებებზე პასუხს არ ვაგებთ. ასეთ შემთხვევებში, უნდა დაუკავშირდეთ სხვა საიტის მფლობელებს და მოსთხოვოთ თქვენი შიგთავსის წაშლა.

დაგვიკავშირდით

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ უშუალოდ ნებისმიერი შეკითხვით ან პრობლემით, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ თქვენს კონფიდენციალობასთან და ჩვენს მონაცემების დაცვის პრაქტიკასთან დაკავშირებით ან თუ ხართ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებელი და გჭირდებათ ამ შეტყობინების ასლი ალტერნატიული ფორმატით. თუ გაქვთ შეკითხვა, რომელიც ეხება უშუალოდ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს, როგორიცაა მონაცემთა გაჟონვის ეჭვი, გთხოვთ, მიუთითოთ ამის შესახებ თქვენს შეტყობინებაში. ასევე შეგიძლიათ მისწეროთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს (Data Protection Officer) მისამართზე: 1 Procter & Gamble Plaza, Cincinnati, OH 45202, U.S.A.