პროქტერ ენდ გემბლის ვებსაიტების გამოყენების პირობები მომხმარებელთათვის

გამოყენების პირობების სრულად სანახავად, დააწკაპუნეთ აქ ან ქვემოთ მოცემულ სარჩევზე

ბოლო განახლების თარიღი: 2016 წლის მაისი

სარჩევი

ვებსაიტების ქსელი (ერთობლივად, „ვებსაიტები", „საიტები" ან „საიტი"), რომელსაც მართავს კომპანია პროქტერ ენდ გემბლი ან მისი აფილირებული კომპანიები, შვილობილები, უფლებამონაცვლეები, სამართალმემკვიდრეები, ბრენდები, ლიცენზიანტები, ლიცენზიატები და/ან აგენტები („P&G", „პროქტერ ენდ გემბლი" ან „ჩვენ"), შედგება სხვადასხვა ვებსაიტებისა და ვებგვერდებისგან. აქ წარმოდგენილი პირობები და შენიშვნები (ერთობლივად, „ პირობები ") ვრცელდება P&G-ის ყველა ვებსაიტზე. გარდა ამისა, P&G-ის კონკრეტული ვებსაიტი ან ამგვარ საიტზე შემოთავაზებული ფუნქცია თუ აქტივობა (მაგალითად, სარეკლამო აქციები და სადისკუსიო ფორუმები), შეიძლება დაექვემდებაროს ამ საიტებზე მოცემულ დამატებით პირობებს („დამატებითი პირობები") - ყველა მათგანი მითითების სახით არის წარმოდგენილი ამ დოკუმენტში. თუ ამ დოკუმენტში მოცემული რომელიმე პირობა P&G-ის რომელიმე კონკრეტულ ვებსაიტზე წარმოდგენილ დამატებით პირობებს ეწინააღმდეგება, უპირატესობა დამატებით პირობებს მიენიჭება.

P&G-ის რომელიმე კონკრეტულ ვებსაიტზე წარმოდგენილ დამატებით პირობებს ეწინააღმდეგება, უპირატესობა დამატებით პირობებს მიენიჭება.

ამ ვებსაიტის ან P&G-ის სხვა ვებსაიტების გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ შემდეგი პირობები. P&G ვებსაიტები თქვენ („მომხმარებელს") მოგეწოდებათ იმ პირობით, რომ თქვენ ეთანხმებით პირობებს და შესაბამის განცხადებას კონფიდენციალურობის შესახებ, ყოველგვარი ცვლილების გარეშე. ამ ან რომელიმე სხვა საიტზე შესვლით ან მისი გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს და შესაბამის განცხადებას კონფიდენციალურობის შესახებ. თუ არ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს, ნუ გამოიყენებთ ამ ან რომელიმე სხვა საიტს.

დეტალების სრულად გასაცნობად, გთხოვთ, გადახედოთ ამ პირობების პარაგრაფს მოქმედი კანონები და დავები .

გვერდის დასაწყისში დაბრუნება

კონფიდენციალურობა

P&G ვებსაიტების გამოყენება, ასევე, ექვემდებარება P&G-ის სამომხმარებლო განცხადებას კონფიდენციალურობის შესახებ („განცხადება კონფიდენციალურობის შესახებ"). თუ საიტს აქვს კონფიდენციალურობის დამატებითი, ცალკე დებულებები („კონფიდენციალურობის დამატებითი დებულებები"), მაშინ მოცემული საიტის გამოყენება კონფიდენციალურობის აღნიშნულ დამატებით დებულებებს დაექვემდებარება. როგორც P&G-ის სამომხმარებლო განცხადება კონფიდენციალურობის შესახებ, ისე კონფიდენციალურობის დამატებითი დებულებები, წარმოადგენს „განცხადებას კონფიდენციალურობის შესახებ."

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებსა და სხვა ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ შევაგროვოთ თქვენი ინფორმაცია, როდესაც ჩვენს საიტებზე შემოდიხართ, მათ შორის არის თქვენი IP მისამართი, თქვენ მიერ მონახულებული ვებგვერდები და ბმულები, რომლებზეც აწკაპუნებთ. ასევე, ვიყენებთ ციფრულ ქუქიებს ელფოსტებში, რომლებსაც გიგზავნით, რათა შევიტყოთ, რომ ისინი მიიღეთ. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ ქუქიები ან უარი თქვათ მათზე თქვენს ვებბრაუზერში. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია, რომელსაც საიტზე რეგისტრაციის პროცესში ან სხვაგვარად გვაწვდით, იმისათვის, რომ გამოგიგზავნოთ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ, კონფიდენციალურობის შესახებ ჩვენი განცხადების შესაბამისად. ქუქიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, დააწკაპუნეთ აქ.

გვერდის დასაწყისში დაბრუნება

საიტების პერსონალური გამოყენება

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, საიტი განკუთვნილია თქვენ მიერ მხოლოდ პერსონალური და არაკომერციული გამოყენებისთვის. თქვენ არ უნდა შეცვალოთ, დააკოპიროთ, გაავრცელოთ, გაგზავნოთ, აჩვენოთ, შეასრულოთ, გამოაქვეყნოთ, გადასცეთ ან გაყიდოთ რომელიმე შიგთავსი ან შეტყობინება, რომელიც საიტზეა ნაჩვენები ან გამოსახული („შიგთავსი"), მოახდინოთ მისი რეპროდუცირება, გასცეთ მასზე ლიცენზია ან შექმნათ მისგან წარმოებული ნამუშევრები, მათ შორის, და არა მარტო, ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, ფოტოსურათები, სურათები, მოძრავი სურათები, ხმა, ილუსტრაციები, ინფორმაცია, პროგრამული უზრუნველყოფა, პროდუქტები ან სერვისები და მათი სტრუქტურა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ცალსახად არის ნებადართული წინამდებარე დოკუმენტში. თქვენ აღიარებთ, რომ ნებისმიერი შიგთავსის ნებისმიერმა არაავტორიზებულმა გამოყენებამ შეიძლება აუნაზღაურებელი ზიანი მოგვაყენოს და ეთანხმებით, რომ ნებისმიერი ამგვარი არაავტორიზებული გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ, კანონით ან სამართლიანობის ნორმებით გათვალისწინებული სხვა საშუალებების გარდა, გვექნება აკრძალვის უფლება. საიტზე კონკრეტულ მასალასთან დაკავშირებით ცალსახად მითითებული შეზღუდვების შესრულების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ შიგთავსის ნაწილების ელექტრონული კოპირება და/ან ამობეჭდვა მხოლოდ თქვენი საკუთარი, არაკომერციული მიზნით სარგებლობისთვის, ან ჩვენთან განათავსოთ შეკვეთა. შიგთავსის ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება, მათ შორის შიგთავსის შეცვლა, რეპროდუქცია, გავრცელება, რეპუბლიკაცია, ჩვენება ან გადაცემა, ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, მკაცრად იკრძალება.

თქვენ თანახმა ხართ, არ შეაგროვოთ და/ან გამოიყენოთ პროდუქტების აღწერილობები, სურათები, ჩამონათვალი ან ფასები სხვა მიზნით, გარდა თქვენი პირადი არაკომერციული სარგებლობის ან ჩვენთან შეკვეთის განთავსებისა.

თქვენ თანახმა ხართ, რომ არ მოახდენთ საიტის რომელიმე ნაწილის რეპროდუქციას, დუბლირებას, კოპირებას, არ გაყიდით, გადაყიდით ან გამოიყენებთ მას რაიმე კომერციული მიზნისთვის, ასევე არ გამოიყენებთ საიტს და არ შეხვალთ მასზე, მათ შორის, და არა მარტო, „სკრეიპინგის" ან რაიმე რობოტის, „ობობის" ან სხვა ავტომატური საშუალების გამოყენებით. ამ საიტის ან მასზე ნაჩვენები ნებისმიერი ჩაშენებული ინფორმაციის ან მასალის გაშვება ან ჩვენება სხვა ვებსაიტზე, „ხაზშიდა" ბმულის ან მსგავსი საშუალებებით, ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, იკრძალება. ამ ვებსაიტზე ნებისმიერი ნებადართული ბმული უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამის კანონს, წესსა და რეგულაციას. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ მეტატეგები ან სხვა „დამალული ტექსტი", რომელიც იყენებს ჩვენს ან ჩვენი რომელიმე სავაჭრო ნიშნის სახელს, ასევე ამ საიტზე წარმოდგენილი პროდუქტების ნებისმიერი მწარმოებლის სახელს, ცალსახა წერილობითი ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, თქვენ თანახმა ხართ, რომ არ: ა) მიიღებთ არანაირ ზომას, რომელიც, ჩვენი შეხედულებით, აკისრებს ან შეიძლება აკისრებდეს გაუმართლებელ ან არაპროპორციულად დიდ ტვირთს ჩვენს ინფრასტრუქტურას; ბ) ჩაერევით ან ეცდებით ჩაერიოთ საიტის ან მასზე წარმართული ნებისმიერი აქტივობის გამართულ მუშაობაში; ან გ) აუვლით გვერდს რომელიმე საშუალებას, რომელსაც შეიძლება საიტზე წვდომის ხელის შეშლისთვის ან შეზღუდვისთვის ვიყენებდეთ.

გვერდის დასაწყისში დაბრუნება

მომხმარებლის მიერ მოწოდებული მასალები

ეს პირობები არეგულირებს თქვენს ქცევას, თქვენს უფლებებს და P&G-ის უფლებებს ნებისმიერ ტექსტთან, ფოტოსურათთან, ვიდეოსთან, პოსტთან, შეტყობინებასთან, მუსიკასთან, აუდიო/ხმოვან ჩანაწერთან, ხელოვნების ნაწარმთან, რეიტინგთან, მიმოხილვასთან ან სხვა მასალასა თუ ინფორმაციასთან მიმართებით, რომელსაც P&G ვებსაიტებთან დაკავშირებით ქმნით („მოწოდებული მასალა"). როდესაც მასალას გვაწვდით, თქვენ თანხმდებით შემდეგზე:

  • თქვენ მიერ მოწოდებული მასალა არის ორიგინალი, ზუსტი, თქვენ მიერ შექმნილი და არა სხვისგან გადმოღებული;
  • ამჟამად ხართ თქვენ მიერ მოწოდებულ მასალაში ნახსენები P&G-ის პროდუქტ(ებ)ის კეთილსინდისიერი მომხმარებელი და ეს მასალა ასახავს თქვენს ჭეშმარიტ და გულწრფელ შეხედულებას P&G-ის პროდუქტ(ებ)ის შესახებ და მათი გამოყენების მიმდინარე გამოცდილებას;
  • ხართ სრულწლოვანი, ან, თუ არასრულწოვანი ხართ, თქვენი მშობელი ან კანონიერი მეურვე თანხმობას აცხადებს თქვენ მიერ მასალის მოწოდებაზე;
  • არ ხართ P&G-ის თანამშრომელი და არ მუშაობთ P&G-ის აფილირებულ კომპანიაში ან სააგენტოში, რომელიც დაქირავებულია P&G-ის მიერ მისი პროდუქტების რეკლამირების და/ან გაყიდვისთვის; ან, თუ ხართ P&G-ის თანამშრომელი ან მუშაობთ P&G-ის აფილირებულ კომპანიაში ან სააგენტოში, რომელიც დაქირავებულია P&G-ს მიერ მისი პროდუქტების რეკლამირების და/ან გაყიდვისთვის, თანახმა ხართ, თქვენ მიერ მოწოდებულ მასალას თან დაურთოთ P&G-სთან თქვენი ურთიერთობის ღია და თვალსაჩინო აღწერა;
  • თქვენ მიერ მოწოდებული მასალა (ან მისი რომელიმე ნაწილი) არ წარმოადგენს P&G-ის თუ რომელიმე მესამე მხარის სხვა სარეკლამო ან პრომო-მასალის ნაწილს და არც იგეგმება მისი ამგვარად გამოყენება;
  • თქვენ მიერ მასალის მოწოდება შესრულებულია ყოველგვარი წინასწარი გადახდის ან თანხის გადახდის დაპირების, ასევე, თქვენი მხრიდან თანხის მიღების მოლოდინის გარეშე თქვენ მიერ შემოთავაზებული მასალის სანაცვლოდ. თქვენ მიერ მასალის მოწოდება შესრულებულია, ასევე, თქვენთვის გაკეთებული ყოველგვარი წინასწარი შეღავათის ან მომავალში მისაღები შეღავათის მოლოდინის გარეშე, გარდა იმ შესაძლებლობისა, რომ თქვენ მიერ მოწოდებული მასალა გამოყენებული იქნება P&G სარეკლამო მიზნებისთვის. ან, თუ მიიღეთ შეღავათი, თქვენ მიერ მოწოდებულ მასალაში ღიად დააფიქსირებთ თქვენი შეღავათის დეტალებს;
  • თქვენ მიერ მოწოდებული მასალა არ არის ყალბი, შეცდომაში შემყვანი, შეურაცხმყოფელი, უცენზურო, ვულგარული, უხამსი, დამამცირებელი, ცილისმწამებლური ან სხვაგვარად მიუღებელი;
  • თქვენ მიერ მოწოდებული მასალა არ შეიცავს შიგთავსს, რომელიც არღვევს რომელიმე მესამე მხარის საავტორო უფლებებს, პატენტს, სავაჭრო ნიშანს, სავაჭრო საიდუმლოებას, საჯაროობის უფლებას, კონფიდენციალურობის უფლებას, მორალურ უფლებებს და/ან სხვა რომელიმე შესაბამის პერსონალურ ან საკუთრების უფლებას;
  • თქვენ მიერ მოწოდებული მასალა არ შეიცავს შიგთავსს, რომელიც არღვევს რომელიმე კანონს, წესდებას, განკარგულებას ან რეგულაციას, ან შიგთავსს, რომელიც მოუწოდებს, აქეზებს, უწევს პოპულარიზაციას ან აწვდის მითითებებს ქცევისთვის, რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის ან სამოქალაქო დანაშაულს რომელიმე კანონის, წესდების, განკარგულების ან რეგულაციის საფუძველზე;
  • თქვენ მიერ მოწოდებული მასალა არ შეიცავს მასალას ან შიგთავსს, რომელიც წარმოადგენს სიძულვილის ენას, ან შეიძლება ჩაითვალოს ასეთად, იქნება ის მიმართული პიროვნების თუ ჯგუფის მიმართ, ან რომელიც სხვაგვარად უკანონოდ ემუქრება ან უკანონოდ ავიწროებს რომელიმე პირს, ამხანაგობას, კორპორაციას ან პოლიტიკურ ორგანიზაციას;
  • თქვენ მიერ მოწოდებული მასალა არ შეიცავს შიგთავსს ან მასალას, რომლის მიზანია გაუგებრობის გამოწვევა ან სხვების შეცდომაში შეყვანა, მაგალითად, სხვადასხვა მასალის გამოქვეყნება ფორუმის მონოპოლიზების განზრახვით ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელსაც არ აქვს კავშირი ფორუმის თემასთან;
  • თქვენ მიერ მოწოდებული მასალა არ შეიცავს შიგთავსს, რომელიც მოიცავს მესამე მხარის ვებსაიტებს, მისამართებს, ელფოსტის მისამართებს, საკონტაქტო ინფორმაციას, ტელეფონის ნომრებს, სხვა ინფორმაციას ან აზრს იდენტიფიცირებულ ან გონივრულობის ფარგლებში იდენტიფიცირებად პირზე ან პირად ინფორმაციაზე (მათ შორის, სენსიტიურ ინფორმაციას), ამგვარი ინფორმაციის P&G-ისთვის გაზიარებაზე მოცემული პირის წინასწარი თანხმობის მოპოვების გარეშე;
  • თქვენ მიერ მოწოდებული მასალა არ შეიცავს პროგრამას ან მასალებს, რომლებიც შეიცავს ტროას ცხენებს, ვირუსებს, ჭიებს, საზიანო კოდს ან სხვა პოტენციური ზიანის მომტან ინფორმაციას, პროგრამებს ან ფაილებს; და
  • თქვენ მიერ მოწოდებული მასალის P&G-ის მიერ გამოყენება არ არღვევს ამ პირობებს და არ მიაყენებს ზიანს რომელიმე პირს ან ორგანიზაციას.

თუ მოწოდებული მასალა რამენაირად უკავშირდება პრომოაქციას, გათამაშებას, კონკურსს, პრიზების გაცემას ან მსგავს პროგრამას, მასზე გავრცელდება დამატებითი პირობები. ნებისმიერი აზრი, რჩევა, განცხადება, სერვისი, შეთავაზება ან სხვა ინფორმაცია, რომელსაც საიტებზე ასახული ან ხელმისაწვდომი მასალები შეიცავს, ეკუთვნის შესაბამის ავტორ(ებ)ს ან დისტრიბუტორ(ებ)ს და არა P&G-ს. ჩვენ არც ვადასტურებთ ნებისმიერი ამგვარი მოწოდებული მასალის სიზუსტეს, სისრულესა და გამოსადეგობას და არც გარანტიას ვიძლევით აღნიშნულზე.

P&G არ და ვერ აწარმოებს ყველა მოწოდებული მასალის გადახედვას, რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე ან შექმნილია მომხმარებლების მიერ საიტზე წვდომის გზით, და ის არანაირად არ აგებს პასუხს ამ მოწოდებული მასალების შიგთავსზე. თქვენ აღიარებთ, რომ თქვენთვის საიტზე მომხმარებლის მიერ გენერირებული შიგთავსის დათვალიერებისა და გავრცელების უნარის უზრუნველყოფით, P&G მოქმედებს მხოლოდ როგორც ამგვარი გავრცელების პასიური გამტარი არხი და არ იღებს არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას საიტზე მოწოდებული რაიმე მასალაზე ან აქტივობაზე. P&G-ს არ ექნება არანაირი ვალდებულება, გამოაქვეყნოს ან გამოიყენოს რომელიმე მოწოდებული მასალა(ები). P&G იტოვებს უფლებას, დაბლოკოს ან წაშალოს მოწოდებული მასალები და/ან მომხმარებლები, რომლებზეც ის დაადგენს, რომ არიან ა) შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური ან უხამსი, ბ) თაღლითური, ცრუ ან შეცდომაში შემყვანი, გ) სხვისი საავტორო უფლების, სავაჭრო ნიშნის ან ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლების დამრღვევი, დ) ნებისმიერი კანონის ან რეგულაციის დამრღვევი, ან ე) შეურაცხმყოფელი ან სხვაგვარად მიუღებელი P&G-ისთვის, მისი შეხედულებისამებრ. გაითვალისწინეთ, რომ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოაქვეყნოთ ან გადასცეთ, პროქტერ ენდ გემბლი მოეპყრობა პროქტერ ენდ გემბლის კონფიდენციალურობის შესახებ განცხადების შესაბამისად. გარდა პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციისა, რომელიც შეიძლება თქვენგან შევაგროვოთ კონფიდენციალურობის შესახებ ჩვენს განცხადებაში დადგენილი მითითებების საფუძველზე, ნებისმიერი მოწოდებული მასალა განიხილება, როგორც არაკონფიდენციალური და საკუთრების უფლებებით დაუცველი. P&G-ს არ ექნება არანაირი ვალდებულება მოწოდებულ მასალებთან დაკავშირებით.

მასალის მოწოდებით, თქვენ P&G-ს ანიჭებთ შემდეგს:

  • არაექსკლუზიური, მსოფლიო მასშტაბით მოქმედი, უვადო, შეუქცევადი, სრულად გადახდილი, საავტორო გადახდებისგან თავისუფალი, სრულად სუბლიცენზირებადი და გადაცემადი უფლება და ლიცენზია ამგვარი მოწოდებული მასალ(ებ)ის ნებისმიერ მედიაში, ნებისმიერი ფორმატით ან ტექნოლოგიით, ონლაინ თუ ოფლაინ, ამჟამად ცნობილი თუ შემდგომში აღმოჩენილი, და ნებისმიერი ხერხით, მათ შორის, და არა მარტო, ყველა სახის პრომო, საჯარო ჩვენება და/ან კომენტირება (იქნება ეს P&G-ის ვებგვერდებზე თუ მესამე მხარის ვებგვერდებზე), სარეკლამო, მარკეტინგული, მერჩანდაიზინგში, საჯარო და კომერციული გამოყენება და დამხმარე გამოყენება, შემდგომი შეტყობინების, თქვენთვის გადახდის ან თქვენგან ნებართვის საჭიროების გარეშე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონით იკრძალება), სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებაზე, მეთვალყურეობაზე, გადახედვაზე, რეპროდუქციაზე, შეცვლაზე, ადაპტირებაზე, გამოქვეყნებაზე, თარგმნაზე, მისგან წარმოებული ნამუშევრების შექმნაზე, გავრცელებაზე, გაგზავნაზე, ჩვენებასა და შესრულებაზე;
  • შეუზღუდავი, მსოფლიო მასშტაბით მოქმედი, უვადო, შეუქცევადი, სრულად გადახდილი, საავტორო გადახდებისგან თავისუფალი, სრულად სუბლიცენზირებადი და გადაცემადი უფლება და ლიცენზია თქვენი სახელის, მეტსახელის, მომხმარებლის სახელის, ბიოგრაფიული ინფორმაციის, თქვენი ხმის ჩანაწერების და/ან ნებისმიერი ილუსტრაციის, ფოტოგრაფიული ან ვიდეოგრაფიული კლიპების, პორტრეტების, მსგავსებების ან სურათების, ან თქვენი საჯაროობის უფლებების ნებისმიერი სხვა ნიშნის (ერთობლივად, „თქვენი პერსონალური შიგთავსი") გამოყენებაზე, რომელსაც შეიცავს თქვენ მიერ მოწოდებული მასალა(ები), შედგენილი თუ დამახინჯებული ფორმით, ან როგორც არის ინკორპორირებული სხვა შემოქმედებით საავტორო ნამუშევრებში, ნებისმიერ მედიაში, ნებისმიერი ფორმატით ან ტექნოლოგიით, ონლაინ თუ ოფლაინ, ამჟამად ცნობილი თუ შემდგომში აღმოჩენილი, და ნებისმიერი ხერხით, მათ შორის, და არა მარტო, ყველა სახის პრომო, საჯარო ჩვენება და/ან კომენტირება (იქნება ეს P&G-ის ვებგვერდებზე თუ მესამე მხარის ვებგვერდებზე), სარეკლამო, მარკეტინგული, მერჩანდაიზინგში, საჯარო და კომერციული გამოყენება და დამხმარე გამოყენება, შემდგომი შეტყობინების, თქვენთვის გადახდის ან თქვენგან ნებართვის საჭიროების გარეშე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონით იკრძალება).

თქვენ, ასევე, თანახმა ხართ, უარი თქვათ ნებისმიერ შესაბამის მორალურ უფლებაზე თქვენ მიერ მოწოდებულ მასალ(ებ)თან დაკავშირებით, ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი მიზნით გამოყენებისას.

მასალის მოწოდებისას, თქვენ თანახმა ხართ, გაათავისუფლოთ P&G და მისი თითოეული ოფიციალური პირი, დირექტორი და თანამშრომელი ნებისმიერი პრეტენზიის, საჩივრის, სარჩელის, მოთხოვნის, პასუხისმგებლობის და ნებისმიერი სახის ზარალისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი მოწოდებული მასალისგან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, და არა მარტო, ყალბ რეკლამირებასთან, საავტორო უფლებების დარღვევასთან, კონფიდენციალურობის შელახვასთან, საჯაროობის უფლებების ან მორალური უფლებების დარღვევასთან და/ან ცილისწამებასთან დაკავშირებული ყველა პრეტენზიისგან, და არ დაუშვათ მათთვის ზიანის მიყენება და აუნაზღაუროთ მათ ზარალი თქვენი და თქვენი სამართალმემკვიდრეების, უფლებამონაცვლეებისა და წარმომადგენლების სახელით. ზემოაღნიშნულის შეუზღუდავად, არცერთ შემთხვევაში არ გექნებათ უფლება, და უარს აცხადებთ ნებისმიერ უფლებაზე, აკრძალოთ ან შეზღუდოთ მოწოდებული მასალის ან ამგვარ მოწოდებულ მასალაში არსებული თქვენი პერსონალური შიგთავსის გამოყენება ან P&G-ის ნებისმიერი ზემოაღნიშნული უფლების განხორციელება, ასევე, ხელი შეუშალოთ აღნიშნულს.

თქვენ აცნობიერებთ, რომ თქვენთვის მასალის მოწოდების ნების დართვისას, P&G ეყრდნობა თქვენს დამოწმებებს, უფლებების მინიჭებას, უარს უფლებებზე და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. თქვენ აღიარებთ, რომ თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ ან გააუქმოთ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებებისა და ლიცენზიების მინიჭება და/ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.

P&G არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ გექნებათ თქვენ მიერ მოწოდებული მასალის რედაქტირების ან წაშლის შესაძლებლობა. თქვენ აღიარებთ, რომ ნებისმიერი მოწოდებული მასალის შიგთავსზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, და არა P&G.

გვერდის დასაწყისში დაბრუნება

ქცევის კოდექსი

ნებისმიერ საიტზე ან ჩვენი საიტის საშუალებით მოწოდებულ ნებისმიერ სხვა ფუნქციაზე წვდომისას ან მისი გამოყენებისას, მათ შორის, და არა მარტო, ჩვენს საიტზე მასალის მოწოდებისას, თქვენ თანახმა ხართ, დაიცვათ ქცევის შემდეგი სტანდარტები. თქვენ თანახმა ხართ, რომ არც თქვენ თვითონ გააკეთებთ შემდეგს და არც სხვა პირის ან ორგანიზაციის მცდელობას შეუწყობთ ხელს გააკეთოს შემდეგი:

  • გამოიყენოთ საიტი ამ პირობების დარღვევით;
  • მოახდინოთ ნებისმიერი საიტის ნებისმიერი ნაწილის ან საიტის გამოყენების ან მასზე წვდომის რეპროდუქცია, დუბლირება, კოპირება, გაყიდვა, გადაყიდვა ან ექსპლუატაცია ნებისმიერი კომერციული მიზნით;
  • შეავიწროვოთ, დაემუქროთ, უთვალთვალოთ ან განზრახ შეუქმნათ უხერხულობა ან დაძაბულობა სხვა პირს ან ორგანიზაციას;
  • გაასაღოთ თავი სხვა პირად ან ორგანიზაციად;
  • გაუწიოთ პოპულარიზაცია ან უშუამდგომლოთ ნებისმიერ მრავალდონიან მარკეტინგს ან პირამიდულ სქემას ან მონაწილეობდეთ მასში;
  • მოითხოვოთ პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია თვრამეტ (18) წლამდე ასაკის პირისგან ან გაუწიოთ ექსპლუატაცია ნებისმიერ ამგვარ პირს;
  • ჩაერთოთ ხელისშემშლელ საქმიანობაში, მაგალითად, დააგზავნოთ მრავალი შეტყობინება ფორუმის მონოპოლიზების განზრახვით ან გამოაქვეყნოთ ფორუმის თემის შეუსაბამო მასალები;
  • ჩანერგოთ ვირუსები, ჭიები, ტროას ცხენები, საზიანო კოდი ან ნებისმიერი პროგრამა ან სხვა მასალა, რომელიც ვებსაიტის დამაზიანებელ კომპონენტს შეიცავს;
  • მოიპოვოთ არაავტორიზებული წვდომა ნებისმიერ კომპიუტერულ სისტემაზე ან საიტების არასაჯარო ნაწილზე, ან შეაფერხოთ ან დააზიანოთ საიტები ან საიტებთან დაკავშირებული სერვერები ან ქსელები;
  • შეიჭრათ ნებისმიერი პირის პერსონალურ სივრცეში, მათ შორის, პიროვნების შესახებ, მისი თანხმობის გარეშე, პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ან სხვაგვარად პერსონალური ან სენსიტიური ინფორმაციის გამოქვეყნებით ან საიტების მომხმარებლების შესახებ პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მოპოვებით;
  • ჩაერთოთ ქცევაში, წააქეზოთ, პოპულარიზაცია გაუწიოთ, მითითებები მიაწოდოთ ან განიხილოთ განხორციელების მიზნით ქცევა, რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის ან სამოქალაქო დანაშაულს, ან სხვაგვარად არღვევს რომელიმე ფედერალურ, სახელმწიფო, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კანონს ან რეგულაციას.

P&G ვერ და არ იძლევა გარანტიას, რომ სხვა მომხმარებელები იცავენ ან დაიცავენ ზემოაღნიშნულ ქცევის კოდექსს ან ამ პირობების ნებისმიერ სხვა დებულებას, და, როგორც თქვენ და ჩვენ შორის, თქვენ საკუთარ თავზე იღებთ ზარალის ან დაზიანების ყოველგვარ რისკს, რომელიც შეიძლება კოდექსის ამგვარი დაუცველობისგან გამომდინარეობდეს.

გვერდის დასაწყისში დაბრუნება

დაგვიკავშირდით

თუ ეს პირობები თქვენს შეკითხვას არ პასუხობს, ან თუ გსურთ, გვაცნობოთ ჩვენი ქცევის კოდექსის დარღვევის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საშუალებებით:

საფოსტო მისამართი:

The Procter & Gamble Company
One Procter & Gamble Plaza
Cincinnati, Ohio 45202
ამერიკის შეერთებული შტატები

ელფოსტა

გადადით ბმულზე www.pg.com/en_UK/ და დააწკაპუნეთ ბმულზე „დაგვიკავშირდით" გვერდის ქვედა ნაწილში.

გვერდის დასაწყისში დაბრუნება

საავტორო უფლება 2001-2016 P&G. ყველა უფლება დაცულია.